"ვის­მენ ათას შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას - ბოდ­ვას ემ­ბრი­ო­ნებ­ზე!" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი - კვირის პალიტრა

"ვის­მენ ათას შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას - ბოდ­ვას ემ­ბრი­ო­ნებ­ზე!" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

ავტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე "ატრაზენეკას" ვაქცინის შესახებ, რომლითაც დღეს საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო, სოციალურ ქსელში წერს:

"არ ცხრება ვნებათა ღელვა ასტრაზენიკას ვაქცინის ირგვლივ. ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას - (ბოდვას ემბრიონებზე)! არიქა ევროპის ქვეყნები აღარ აკეთებენ ამ ვაქცინასო და ა.შ.

მოკლედ: საქმე შემდეგშია, ვაქცინას შექმნას, რომელზეც ყველაფერი გვეცოდინება ჭირდება მინიმუმ 5 წელი მაქსიმუმ 10 წელი. პანდემიამ (შევწუხდითო, გვიზღუდავენ თავისუფლებასო, ნიღაბი არ გვინდაო და ზოგიც ხელის დაბანასაც აპროტესტებს) სამედიცინო მეცნიერებაში გააჩერა თითქმის ყველა კვლევა, რაც არ იყო დაკავშირებული კოვიდთან, მის ვაქცინასა თუ წამალთან. ფინასების მობილიზება მოხდა კოვიდის კვლევების მიმართულებით. დიდი თანხები ჩაიდო ვაქცინის განვითარებაში. ფორს მაჟორში შეიქმნა ვაქცინები, ბევრი ღია კითხვებით.

ჯერ-ჯერობით დაშვებული ვაქცინებიდან, ყველაზე სრულყოფილ და კეთილსინდისიერად - პროფესიულ დონეზე პასუხები აქვს გაცემული დასმულ შეკითხვებზე "ასტრაზენიკას". ასევე აღნიშნულმა ფარმა ფირმამ, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნებთან, ვისაც აწოდებს ვაქცინას ხელშეკრულებაში ჩადო ერთი პუნქტი: თუ ვაქცინა გამოწვევს გართულებებს , მაშინ ვიდრე არ გაირკვევა მიზეზი, უნდა შეჩერდეს ამ შარჟის ვაქცინის გაკეთება! რითაც ის ქვეყნები, რომელებმაც დროებთ შეაჩერეს ასრაზენიკას ვაქცინის გამოყენება, სარგებლობენ.

ასე მოიქცა ავსტრიაც როცა, ერთი ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა ვაქცინაციიდან 10 დღის შემდეგ. ობდუქციამ დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი არ იყო ვაქცინა. დღეს ასტრაზნიკათი ვაქცინაცია არ არის შეჩერებული ავსტრიაში. ასევე დაახლოვებით 10 მილიონი მოქალაქე აცრა ბრიტანეთმა ასტრაზენიკას ვაქცინით, როგორ ფიქრობთ სიკვდილიანობის სტატისტიკა როგორია? - 0!

რაც შეეხება "ფაიზერს", გვახსოვს მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაცვლილი ადამიანების ამბავი და სხვა ამბებიც გარდაცვალების შესახებ ვაქცინაციის შემდეგ, რატომღაც არ მახსენდება, რომ მიუხედავად დაფიქსირებული სიკვდილიანობის შემთხვევებისა რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა "ფაიზერით" ვაქცინაცია, პირიქით... აქ არ გიჩნდებათ კითხვები? მაშინ მე გეტყვით, "ფაიზერის" კონტრაქტში, არ წერია ის, რაც დევს ასტრაზენიკას კონტრაქტში. ადრე დავწერე, რატომ იკავებდა თავს ავსტრია ფაიზერის ვაქცინის შემოტანაზე. იმიტომ, რომ სწორედ ფარმა ფირმის მიერ დადებულ მონაცემებზე პასუხისმგებლობას ითხოვდა ავსტრიის ხელისუფლება "ფაიზერ-ბაინტექისაგან", რაზეც უარი მიიღეს! დილით გადავხედე, ჩემს კლინიკაში დაახლოვებით 4880 თანაშრომელია აცრილი "ასტრაზენიკას" ვაქცინით. აბა რა გითხრათ, ცოცხლები ვართ ყველანი! წარმატებებს გისურვებთ!" - წერს ექიმი. გააგრძელეთ კითხვა