"ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდა უნდა აყირავდეს, თუ ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს მოლაპარაკებაზე ისე წავა, რომ ნიკა მელია გათავისუფლებული არ იქნება" - კვირის პალიტრა

"ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდა უნდა აყირავდეს, თუ ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს მოლაპარაკებაზე ისე წავა, რომ ნიკა მელია გათავისუფლებული არ იქნება"

"თუ ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს მოლაპარაკებაზე ისე წავა, რომ ნიკა მელია გათავისუფლებული არ იქნება, "ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდა უნდა აყირავდეს"

"ტრიბუნას" ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუკი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს მოლაპარაკებაზე ისე წავა, რომ ნიკა მელია გათავისუფლებული არ იქნება, "ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდა უნდა აყირავდეს.

ჭიჭინაძის თქმითვე, ქვეყანას ცვლილებები და ახალი არჩევნები სჭირდება.

"არ შეიძლება ვენდოთ მათ, ვინც ერთ ადამიანს, ორჯერ შეუწყვიტა უფლებამოსილება და ორივეჯერ უსამართლოდ! არ შეიძლება ვენდოთ მათ, ვინც არა მარტო 8 მარტის, პრაქტიკულად ყველა შეთანხმება დაარღვია და თუ ღარიბაშვილი 16 მარტს მაინც ისე წავა მოლაპარაკებაზე, რომ მანამდე ნიკა მელიას არ გამოუშვებენ, "ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდა უბრალოდ უნდა აყირავდეს, რადგან მათთან საუბარიც კი ამორალური იქნება. ქვეყანას ცვლილებები სჭირდება, ახალი არჩევნები, რომელსაც გარდამავალი მთავრობა ჩაატარებს და არა "ოცნების" გაუგებარი ყიყლიყოები", - აცხადებს ჭიჭინაძე.