რატომ შეხვდა ორჯერ შარლ მიშელს - რა განმარტებას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი? - კვირის პალიტრა

რატომ შეხვდა ორჯერ შარლ მიშელს - რა განმარტებას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი?

შარლ მიშელის პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, თუ რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ.

"ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ. პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, ერთი ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით შევწყვიტეთ ჩვენ ეს შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერთან მქონდა შეხვედრა და შემდეგ გავაგრძელეთ დაახლოებით საათი და საათნახევარი გვქონდა, როგორც გაფართოებულ, ისე ერთი-ერთზე ფორმატში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ბრიუსელის დროით 15:00 საათზე შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამის შემდეგ პრემიერი კვლავ ევროპულ საბჭოში დაბრუნდა, სადაც შარლ მიშელს უკვე გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"