"მმართველი გუნდის განცხადებებს და ტონალობას ვერ დავეყრდნობით იმდენჯერ გვაქვს სხვადასხვა ტიპის სცენარი ნანახი" - კვირის პალიტრა

"მმართველი გუნდის განცხადებებს და ტონალობას ვერ დავეყრდნობით იმდენჯერ გვაქვს სხვადასხვა ტიპის სცენარი ნანახი"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ჯერჯერობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში არაფერი სიახლე არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

"ჯერჯერობით, არაფერი სიახლე არ გვაქვს. ჩვენ დემოკრატიული ოპოზიცია, "ევროპული საქართველო", მოწადინებული ვართ,რომ გონივრული კომპრომისი იყოს ნაპოვნი, ისეთი, რომელიც ქვეყნის ინტერესებშია. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება შეთანხმებისთვის შეთანხმება, ეს უნდა იყოს ისეთი შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ მიშელის გეგმაშია და რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ყველამ იცის დემოკრატიული ოპოზიციის და "ევროპული საქართველოს" პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის რამდენიმე, რომელიც მყისიერად დაძვრას მოითხოვს, რომ კრიზისიდან გამოსვლის პროცესი დაიძვრას. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიას და გიორგი რურუას, ასეთია ვადამდელი არჩევნებისკენ შეთანხმებისკენ სვლაზე შეთანხმება გონივრული გზით",- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე, წინასწარ მოლოდინებზე საუბარი რთულია.

"მმართველი გუნდის განცხადებებს და ტონალობას ვერ დავეყრდნობით იმდენჯერ გვაქვს სხვადასხვა ტიპის სცენარი ნანახი. როგორც კი გვექნება მყარი, მკაფიო პასუხი და ნაბიჯები, რომელიც გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის გარემოცვის პოლიტიკური ნება შეიცვალა, მაშინ შევაფასებთ ამას, იქამდე შეფასებებს აზრი არ აქვს. მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი ასეთ კრიტიკულ მომენტშიც კი, ან ვერ თოკავს საკუთარ თავს, ან საჭიროდ თვლის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ განცხადებების გაკეთებას",-განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"