"როცა გარ­და­იც­ვა­ლა, ვერ დავ­ტო­ვეთ, მის გვერ­დით ვი­წექით გა­ყი­ნუ­ლები­... ძალიან რომ გაგ­ვი­ჭირ­და, ტან­საც­მე­ლს წა­ვუ­კი­დეთ ცე­ცხლი" - კვირის პალიტრა

"როცა გარ­და­იც­ვა­ლა, ვერ დავ­ტო­ვეთ, მის გვერ­დით ვი­წექით გა­ყი­ნუ­ლები­... ძალიან რომ გაგ­ვი­ჭირ­და, ტან­საც­მე­ლს წა­ვუ­კი­დეთ ცე­ცხლი"

რამდენიმე დღის წინ გურიაში ტრაგედია დატრიალდა. 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც მეგობრებთან ერთად გომის მთაზე წავიდა, გაყინული იპოვეს. მისი სამი მეგობარი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

დღეს კი ერთ-ერთი მათგანი შემთხვევის დეტალებს იხსენებს:

"ვერ დავტოვეთ, ხელები დავუზილეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ ვუშველეთ. ცუდად გახდა, ფეხში გაესკვნა ძარღვი და ვეღარ დადიოდა, თოვლში რამდენიმეჯერ წაიქცა. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.

რომ გარდაიცვალა, არ ვტოვებდით, ვერ დავტოვეთ, მის გვერდით ვიყავით გაყინულები, გვერდზე გვეწვა და გავათენეთ, სანამ მაშველები ამოვიდოდნენ, ბოლოს ძალიან გაგვიჭირდა და ტანსაცმელებს წავუკიდეთ ცეცხლი.

კარგი ამინდი იყო... რომ ავედით, უცებ შეიცვალა ამინდი - თოვლი, ქარბუქი, ნისლი... ერთმანეთს ვერ ვხედავდით" - იხსენებს გარდაცვლილის მეგობარი "ტვ პირველთან" საუბრისას.

გარდაცვლილი სოფელ ბოხვაურის მცხოვრები 24 წლის ვაჟა ანდღულაძეა. ბიჭის დედა ემიგრანტია და საქართველოში გუშინ დილით დაბრუნდა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ აქ გაიგო.