პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა - კვირის პალიტრა

პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

აღნიშნული ფაქტის გამო, ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები.

პრობლემის აღმოფხვრამდე ყველა ოფიციალური ინფორმაცია და ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე:

https://www.facebook.com/parliamentgeo

https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg"- აღნიშნულია ინფორმაციაში.