ჟოზეფ ბორელი:"მე პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში" - კვირის პალიტრა

ჟოზეფ ბორელი:"მე პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში"

მე პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში, - ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

"გასული წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ცხოვრებაში, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი. ეს არის საარჩევნო სისტემისა და სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. პრემიერ-მინისტრს მე ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში და სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში, თუ არ იარსებებს დიალოგი.

ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან და ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს.

ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში და ჩვენც საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

"ინტერპრესნიუსი"