ჟოზეფ ბორელი:"პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი" - კვირის პალიტრა

ჟოზეფ ბორელი:"პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი"

პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი, ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან და კომპრომისები ვიპოვოთ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა უწყება, ყველა მოთამაშე პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს უნდა აყენებდეს.

"ყველა პოლიტიკური პარტია მომავლისთვის საერთო საფუძველზე უნდა მუშაობდეს და მთავრობამ უნდა გამოიჩინოს კლასიკური ლიდერობა. მთავრობამ, როგორც მმართველმა პარტიამ, პასუხისმგებლობა განსაკუთრებით უნდა იგრძნოს, რომ სამომავლო გზები ვიპოვოთ. პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი, ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან და კომპრომისები ვიპოვოთ", - განაცხადა ბორელმა.

"ინტერპრესნიუსი"