"თქვენ მიერ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმის სია გრძელი და შეუფასებელია!" - როგორ ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი თენგიზ ცერცვაძეს იუბილეს? - კვირის პალიტრა

"თქვენ მიერ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმის სია გრძელი და შეუფასებელია!" - როგორ ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი თენგიზ ცერცვაძეს იუბილეს?

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ  დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს საქართველოს პრეზიდენტი  73 წლის იუბილეს ულოცავს.

"ბატონო თენგიზ, გილოცავთ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ! თქვენი დამსახურება ჩვენი საზოგადოების წინაშე დიდია! თქვენ ამ ქვეყანას თავიდან ააცილეთ და აცილებთ უმძიმეს შედეგებს, უმკლავდებით ურთულეს გამოწვევებს!

თქვენ მიერ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმის სია გრძელი და შეუფასებელია! ეს არის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი, აივ ინფექციის/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების სამეცნიერო და კლინიკური შესაძლებლობების განვითარება, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ა.შ.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მადლიერება თქვენდამი და გისურვოთ დიდხანს თქვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა!" - წერს საქართველოს პრეზიდენტი "ფეისბუქზე".