რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ? - განმარტებას "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" აკეთებს - კვირის პალიტრა

რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ? - განმარტებას "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" აკეთებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" საქართველოს რეგიონების და დედაქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს.

"საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის "მესხეთი" გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"