"ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დამსახურებაა, რომ ქუჩაში პოლიტიკის კეთების დრო დამთავრდა" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დამსახურებაა, რომ ქუჩაში პოლიტიკის კეთების დრო დამთავრდა"

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დამსახურებაა, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი რვა წლიანი მოღვაწეობის შედეგად ქუჩის პოლიტიკისა და ქუჩაში პოლიტიკის კეთების დრო დამთავრდა, - ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

"პოლიტიკა გადავიდა ინსტიტუციებში, პოლიტიკა შემოვიდა პარლამენტში, რასაც სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური ლიდერი იაზრებს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ თუკი არ დასტურდება, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას საფუძველი ეცლება.