„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს იარაღიდან ესროლეს - "გასროლას ჰყავს თვითმხილველი" - კვირის პალიტრა

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს იარაღიდან ესროლეს - "გასროლას ჰყავს თვითმხილველი"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

მათივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული.

"გასროლას ჰყავს თვითმხილველი - თანამშრომელი, რომელიც იმ მომენტში გარეთ იმყოფებოდა. სროლა თეთრი ფერის "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანიდან განხორციელდა. ნიკა მელიას ბილბორდს 5 ნატყვიარი ეტყობა", - განაცხადეს პარტიაში.