"ვერ წარმომიდგენია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი იღვიძებს, "ოცნების" მიერ წახალისებული პისტოლეტს იღებს და პლაკატებს ესვრის - ეს ცოტა გულუბრყვილობაა" - კვირის პალიტრა

"ვერ წარმომიდგენია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი იღვიძებს, "ოცნების" მიერ წახალისებული პისტოლეტს იღებს და პლაკატებს ესვრის - ეს ცოტა გულუბრყვილობაა"

ვერ წარმომიდგენია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი იღვიძებს, "ქართული ოცნების" მიერ წახალისებული პისტოლეტს იღებს და პლაკატებს ესვრის - ეს ცოტა გულუბრყვილობაა, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან მომხდარ ინცინდენტს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპონენტებზე ნებისმიერი კანონმიღმა შეტევა უმრავლესობისთვის დამაზიანებელი ფაქტია.

"ეს წარმოშობს კითხვებს და საშუალებას აძლევს ოპონენტებს, ხავსსმოკიდებული ოპოზიციური მედიასაშუალებების გამოყენებით თემის დისტრიბუცია მოახდინონ, თითქოს ეს მათ წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.