"ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ძა­ლით უნ­დო­და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა გულმტკი­ვან ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ამის უნა­რიც კი არ აქვს პო­ტენ­ცი­უ­რი, ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია" - კვირის პალიტრა

"ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ძა­ლით უნ­დო­და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა გულმტკი­ვან ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ამის უნა­რიც კი არ აქვს პო­ტენ­ცი­უ­რი, ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია"

პოლიტიკოსი გოგი წულაია სამართალდამცველებმა ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

პოლიციამ ა.დ. უკვე გამოკითხა. გამოკითხვის შემდეგ მან მედიასთან მომხდარის დეტალები გაიხსენა. როგორც აღნიშნა, გოგი წულაიასთან წლების მეგობრობა აკავშირებს.

"დალია, რაღაც ვერ მოზომა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ვფიქრობ, ძალადობას და ჟინის მოკვლას ცდილობდა. ბატონ გოგისაც მოხვდა ჩემგან, ვუთხარი პოლიციას გამოვიძახებ-თქო და ამან შეაკავა. ამის მერე გამოვიქეცი" - აღნიშნა ა.დ-მ. წულაიას ინტერესებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი იცავს. AMBEBI.GE გელბახიანს ესაუბრა, რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან ქალბატონზე სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებს.

- ბატონი გოგი წულაია ამბობს, რომ არანაირ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ შორის წლების განმავლობაში არსებობდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა. როგორც ბატონმა გოგიმ მითხრა, ისინი რაღაც საკითხთან დაკავშირებით შეკამათდნენ, ამ კამათს მოჰყვა კონფლიქტი, რის გამოც განაწყენებულმა ქალბატონმა დარეკა პატრულში. პატრული როცა მოვიდა, წულაიას ეძინა, გააღვიძეს და დააკავეს, ეს არის მთელი ისტორია. ის ქალბატონი შეიძლება ბევრ რამეს აღიქვამდეს თავისებურად, მაგრამ ეგრე არ არის. იხილეთ სრულად