"რა ქნა იცით, მამამ? კვირას ქორწილი ჰქონდა და შაბათს მოიტაცა დედა" - კვირის პალიტრა

"რა ქნა იცით, მამამ? კვირას ქორწილი ჰქონდა და შაბათს მოიტაცა დედა"

"ქართული კინოს ისტორიას თავი შევწირე"

რაზე დაობდა ორი გურული და ორივე დოლიძე

გურიაში დაიბადა, საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა. მსახიობობა უნდოდა და ჩააბარა კიდეც თეატრალურში, მაგრამ ამბობს, - მივხვდი, რომ უნიჭო ვიყავი და წამოვედიო. შემდეგ კი, წლების მანძილზე თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი გახლდათ. კინომცოდნე, ჟურნალისტი, რეჟისორი გოგი დოლიძე დაუზარელი და ენერგიული ადამიანია. ბოლო წლები კინოენციკლოპედიის შედგენაზე მუშაობდა, თუმცა თეატრის ენციკლოპედიის მომზადება დაავალეს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სამი გოგოს შემდეგ დავიბადე და ოჯახში ყველა მანებივრებდა. ჩემი თამადობა იმითაა ცნობილი და ეს ქვეყანამ იცის, რომ დედის სურათს ვატარებ. ნახეთ, რა ლამაზი ქალია დედაჩემი მარიამ ვაჩეიშვილი, აი, მამაჩემი გალაკტიონიც (ფოტოებს მაჩვენებს. - ავტ.). რა ქნა იცით, მამამ? კვირას ქორწილი ჰქონდა და შაბათს მოიტაცა დედა, რომელმაც მერე ზედიზედ 4 შვილი გაუჩინა. მამაჩემი პროკურორი იყო. ლავრენტი ბერიას ხელმოწერილი დოკუმენტი ჰქონდა, სადაც ეწერა, რომ ის არის ქუთაისის და მისი რაიონის პროკურორი..."

"ქუთაისში იმ წრეში ვიზრდებოდი, თეატრის ყადრი რომ იცოდნენ. მამაჩემს ძალიან უყვარდა არა თეატრი, არამედ მსახიობები. სულ პატარაობიდან ნამეტანი მატრაკვეცა ვიყავი. სამი წლის ბიჭს მეცვა ჩოხა და საბავშვო ბაღში ქართულს ვცეკვავდი, სურათიც მაქვს გადაღებული. თან საცოლეც მყავდა - გენრიეტა ბოჭორიშვილი (იცინის). ერთხელ ომარ მხეიძეს ვუთხარი, პირველი ჩოხოსანი ვარ საქართველოში, სუხიშვილების მოცეკვავეები ვერ დაიკვეხნით-მეთქი..."

"დოდო ალექსიძეს უნდოდა იერემია წარბა მეთამაშა რუსთაველის თეატრში, მას უნდა აღედგინა სპექტაკლი, მაგრამ დილემა ვერ დაიძლია. ჯერ მამაჩემი იყო წინააღმდეგი ჩემი მსახიობობის და ხორავას აუტეხა ერთი ამბავი, რომელმაც უთხრა: წაიყვანე შენი გენიოსა შვილი და დამანებე თავიო. მერე ცოლს არ უნდოდა და დამთავრდა ეს ამბავი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 18 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი