"გლდანის #8 დაწესებულებაში, რომელიც მეგის ქარდავასა და ბაჩო ახალიას დროს წამების ციტადელი იყო, ბაღი გავაშენეთ - იქ ქართული ბოსტნეული მოიყვანეს" - კვირის პალიტრა

"გლდანის #8 დაწესებულებაში, რომელიც მეგის ქარდავასა და ბაჩო ახალიას დროს წამების ციტადელი იყო, ბაღი გავაშენეთ - იქ ქართული ბოსტნეული მოიყვანეს"

გლდანის #8 დაწესებულებაში, რომელიც მეგის ქარდავასა და ბაჩო ახალიას დროს წამების ციტადელი იყო, ჟოლოს ბაღი გავაშენეთ - იქ ქართული ჟოლო, ლობიო, ნესვი და სხვა ბოსტნეული იქნა მოყვანილი, - ამის შესახებ დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

წულუკიანმა მინისტრსა და უწყების სხვა წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხდა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი მომავალ იუსტიციის მინისტრთად ერთად გაგრძელდება.

"იქ ქართული ჟოლო, ლობიო, ნესვის და სხვა ბოსტნეული იქნა მოყვანილი, რაც პატიმრებმა ერთ-ერთ დიდ ქსელში გაყიდეს, დღესაც ყიდიან და იღებენ შემოსავალს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"