ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი კომაში ჩავარდა, რის გამოც საავადმყოფოში ხმაურია - კვირის პალიტრა

ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი კომაში ჩავარდა, რის გამოც საავადმყოფოში ხმაურია

ახალციხის კლინიკა "იმედში" ხმაურია. ადგილობრივი მედიასაშუალების, "სამხრეთის კარიბჭის"ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც.

ექთნის კომაში ჩავარდნის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. "ინტერპრესნიუსი" მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას ელოდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"