"საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. მისი განმარტებით, ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება.

"ბრიფინგის ძირითადი მიზანია, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერუიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 30 წუთში, თუმცა შეიძლაბა იყოს მოგვიანებითი რეაქცია,"- განაცხადა გამყრელიძემ.