რა არის ანაფილაქსიური შოკი, რომელიც შესაძლოა ვაქცინამ გამოიწვიოს - ექიმ ზურაბ გურულის განმარტება - კვირის პალიტრა

რა არის ანაფილაქსიური შოკი, რომელიც შესაძლოა ვაქცინამ გამოიწვიოს - ექიმ ზურაბ გურულის განმარტება

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ახალციხეში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება მასიური ვაქცინაციების დროს პრაქტიკულად შეუძლებელია.

გურული ასევე განმარტავს რა არის ანაფილაქსიური შოკი და რა წარმოადგენს მკურნალობის მთავარ კომპონენტს.

"1. ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.

2. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.

3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას.მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.

4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი.

5. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.

6. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს.

7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს" - წერს გურული.

წყარო