ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა,თბილისში გადმოიყვანეს - რას ამბობენ მის მდგომარეობაზე ნათესავები? - კვირის პალიტრა

ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა,თბილისში გადმოიყვანეს - რას ამბობენ მის მდგომარეობაზე ნათესავები?

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხის კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოიყვანეს.

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა.

27 წლის ექთნის, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, ნათესავები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ექთნის ნათესავებმა ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან განუცხადეს, აქვთ ინფორმაცია, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

"გვეუბნებიან რომ მძიმეა. მართვით სუნთქვაზეა. როგორც ვიცი, აცრები ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ალერგიული არ ყოფილა", - აღნიშნა ერთ-ერთმა ნათესავმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური რეაქცია დღეს დაუფიქსირდა. ის ცოტა ხნის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა.

ამასთან, როგორც პაციენტის და აღნიშნავს, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

"ინტერპრესნიუსი"