"ყველაფერი გაკეთდება სიცოცხლის გადასარჩენად" - როგორ აფასებს 27 წლის ექთნის მდგომარეობას ლევან რატიანი? - კვირის პალიტრა

"ყველაფერი გაკეთდება სიცოცხლის გადასარჩენად" - როგორ აფასებს 27 წლის ექთნის მდგომარეობას ლევან რატიანი?

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთანი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმების პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება.

„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა არასტაბილურია. ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული კვლევები, ასევე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. აქ იყო დაუზუსტებელი შოკი, სავარაუდოდ. იცით, რომ გაკეთდა ინექცია ვაქცინით და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"