"ნიკა მელიამ, თავისი კაცობით, საკუთარი თავისუფლების ფასად შექმნა ის მოცემულობა, რომელიც არცერთ პოლიტიკოსს არ შეუმნია ბოლო დროს" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელიამ, თავისი კაცობით, საკუთარი თავისუფლების ფასად შექმნა ის მოცემულობა, რომელიც არცერთ პოლიტიკოსს არ შეუმნია ბოლო დროს"

ნიკა მელიას გარეშე "ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და პირველ რიგში, "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა გაეკეთებინა ეს!" - ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

ჭიჭინაძის თქმით, "ხალხისთვის უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება გაცილებით დიდი იდეაა, ვიდრე უსამართლო პარლამენტი".

"ნიკა მელიას გარეშე "ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა გაეკეთებინა ეს!

ეს იყო ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომა, რადგან სწორედ ეს იქნებოდა ოპოზიციის გამარჯვება და ხალხში რწმენის დაბრუნება, რომ ოპოზიციას რეალურად აქვს ამ ხელისუფლების დამარცხების და ცვლილებების ბერკეტი!

მითუმეტეს, რომ ნიკა მელიამ, თავისი კაცობით, საკუთარი თავისუფლების ფასად შექმნა ის მოცემულობა, რომელიც არცერთ პოლიტიკოსს არ შეუმნია ბოლო დროს და მთელი მსოფლიო ჩართო პროცესში. თორემ გიორგი რურუას და 8 მარტის საკითხი როგორც გაუტარეს, ეგრევე შეირჩინა "ოცნებამ".

არც დახურულ კარს მიღმა შეიძლება ეს დაუსრულებელი მოლაპარაკებები.

რაც ხდება ხალხმა უნდა იცოდეს! ეს არის ხალხის წინაშე ვალდებულება.

ხალხისთვის უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება გაცილებით დიდი იდეაა, ვიდრე სამართლიანი და უსამართლო პარლამენტი",-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.