"სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ - დედა გადაგვირჩესო… გული გამიჩერდა… დედა უნდა გადარჩეს!" - კვირის პალიტრა

"სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ - დედა გადაგვირჩესო… გული გამიჩერდა… დედა უნდა გადარჩეს!"

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი - ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს იმ ექთნის შესახებ, რომელსაც გუშინ, "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა.

"ღმერთო ეს შეგვაძლებინე… დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში… დედა ის არსება, რომლის გარეშეც, პირადად მე, ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც…

დედაა, პირველ რიგში, ჩვენი პაციენტი…. დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება, სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ - დედა გადაგვირჩესო… როცა გავიგე, ერთი მესამე კლასშია, მეორე კი პირველში, გული გამიჩერდა… დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობოა…

მშვიდობა დაგვგულებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული…    ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ," - წერს ლევან რატიანი.