"დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება" - კვირის პალიტრა

"დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება"

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობაა საჭირო.

"ველოდები სენატის ქვეკომიტეტის მოსმენას საქართველოს საკითხზე. 3 წლის წინ კონგრესს მივმართე, რომ "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" მიეღოთ და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის კანონპროექტად წარადგინეს. ის დემოკრატიის დაცვითა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ ახლა აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება," - წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. თემაზე - "საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა" - მოსმენა 23 მარტს გაიმართება და მას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"