"ხელისუფლება ყურების ახევას მიიღებს იმაზე, რაც გააკეთა - ჟოზეფ ბორელის განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ აღმოჩნდა დათვური სამსახური" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ყურების ახევას მიიღებს იმაზე, რაც გააკეთა - ჟოზეფ ბორელის განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ აღმოჩნდა დათვური სამსახური"

ჟოზეფ ბორელს გამოეკიდა "ქართული ოცნება" და ჩათვალა, რომ დასავლეთი ასე ფიქრობს. ევროპულმა მხარემ მას გარკვეული ნდობა გამოუცხადა და თქვა, რომ თქვენს მდგომარეობას არ დავამძიმებ - ეს აღმოჩნდა დათვური სამსახური და "ქართულმა ოცნებამ" ცუდად გამოიყენა,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე გაბნცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, "ქართული ოცნება" ყურების ახევას მიიღებს იმაზე, რაც გააკეთა".

"ფაქტობრივად კაცმა გვითხრა: 8 დღეა აქ ვარ, 60 საათია ფაქტობრივად შენობიდან არ გავსულვარ და რისი გულისთვისო - ეს იყო მისი ბოლო ნათქვამი. დასავლეთისთვის აუცილებელი იყო, დაენახა კონკრეტული ნაბიჯები "ქართული ოცნებისგან", რომ შემდეგ ოპოზიციისკენ მობრუნებულიყო და ეთქვა, მათ ეს ნაბიჯები გადადგეს და თქვენ ეს კომპრომისული ვერსიები უნდა მიიღოთ. აქამდე არ მისულა საკითხი, იმდენად მიუღებელი იყო პარტნიორებისთვის. ყველა დეტალი არ ვიცით, მაგრამ საქმე აქამდე არ მივიდა. რა კომპრომისზე ვისაუბროთ, როდესაც არანაირ საკითხზე საუბარი არ ყოფილა, იმდენად არაადეკვატური იყო ეს წინადადებები, ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ ჩვენამდე არ მოიტანა. არ მისულა საქმე იქამდე, რომ გვეთქვა, რომ ამ კომპრომისისთვის მზად ვართ",- განაცხადა ვაშაძემ.