აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა - კვირის პალიტრა

აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა

აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თუმცა მათივე განმარტებით, ვაქცინაცია ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

როდის განახლდება ვაქცინაციის პროცესი მაღალმთიან აჭარაში, უწყებაში ჯერ ვერ ასახელებენ.

მათი ცნობით, ამ დროისათვის "ასტრაზენეკას" ვაქცინით ბათუმსა და ქობულეთში 300-ზე მეტი მედიკოსია აცრილი.

"ინტერპრესნიუსი"