"ახალციხის კლინიკაში მეუღლე რომ მივიდა, მეგის ზეწარი ჰქონდა გადაფარებული..." - ექთ­ნის მე­უღ­ლე ფიქ­რობს, რომ ქალი ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კი­დან უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო" - კვირის პალიტრა

"ახალციხის კლინიკაში მეუღლე რომ მივიდა, მეგის ზეწარი ჰქონდა გადაფარებული..." - ექთ­ნის მე­უღ­ლე ფიქ­რობს, რომ ქალი ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კი­დან უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო"

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახი გამოძიებას ითხოვს. როგორც მეგი ბარბაქაძის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა სინამდვილეში.

ტარიელ ბაქრაძის თქმით, ექთნის მეუღლე ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ქალი ახალციხის კლინიკიდან უკვე გარდაცვლილი იყო.

"რაც მოხდა ეს არ უნდა მომხდარიყო. შევეცდებით ჩვენი ძალებით სამართლებრივად ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. ჯერ გამომძიებლები არც მინახია. ჩვენ აყვანილი გვყავს ადვოკატი, რომელიც ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება.

აქ ჩვენი პოზიცია ასეთია - იქ მოხდა დაუდევრობა, არასწორი მოქმედება აცრასთან დაკავშირებით. ჩვენ პოლიტიკაში არ ჩავერებით, ჩვენ ამ საქმის სამართლებრივი საქმე არ გვაინტერესებს. უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა სინამდვილეში. მეუღლე, რომ მივიდა გოგონა იწვა ისე, რომ გადაფარებული ჰქონდა ზეწარი და არავინ ახლოს არ იყო. მეუღლე ფიქრობს, რომ იქიდანვე გარდაცვლილი წამოიყვანეს" - ამბობს ექთნის ბიძა.