"მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას" - რას წერს პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილ ექთანზე? - კვირის პალიტრა

"მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას" - რას წერს პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილ ექთანზე?

უდიდეს გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა გულთან ახლოს მიიტანა. მისი განცხადებით, ეს არის დიდი დარტყმა, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო.

„ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას.

გულწრფელად თანავუგრძნობ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ სამედიცინო საზოგადოებას", - წერს პრემიერ-მინისტრი.