სოციალური ქსელები - Facebook, Instagram და Whatsapp შეფერხებით მუშაობს - კვირის პალიტრა

სოციალური ქსელები - Facebook, Instagram და Whatsapp შეფერხებით მუშაობს

სოციალური ქსელები - Facebook-ი, Instagram-ი და Whatsappი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში შეფერხებით მუშაობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გლობალურად, მომხმარებლების დიდ ნაწილს საკუთარ გვერდებზე შესვლა უჭირთ.

კონკრეტულად, მომხმარებლებს პრობლემა აქვთ „მესენჯერით“ შეტყობინებების მიღებასა და გაგზავნისას.

როგორც „ფოქსიუსი“ წერს, Instagram -ის გათიშვები დაფიქსირდა აშშ – ში, ევროპის მასშტაბით და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

სამივე აპლიკაცია, რომელიც კომპანია Facebook-ის ნაწილია, ერთ ტექნოლოგიას იზიარებენ.

"ინტერპრესნიუსი"