"მის გვერ­დით ვერ მო­ი­წყენ­დი. სა­მა­გა­ლი­თო დედა და მე­უღ­ლე იყო" - რას ამბობს გარდაცვლილ ექთანზე მეზობელი? - კვირის პალიტრა

"მის გვერ­დით ვერ მო­ი­წყენ­დი. სა­მა­გა­ლი­თო დედა და მე­უღ­ლე იყო" - რას ამბობს გარდაცვლილ ექთანზე მეზობელი?

სახელმწიფო უწყებებმა დაიწყეს 27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის შესწავლა. ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიერ გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა. შსს-მ საქმე აღძრა 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქმის მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომაც. ამის პარალელურად, საქმის მასალების შესწავლა დაიწყეს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატებმაც. მეგი ბაქრაძის ოჯახი ითხოვს დადგინდეს, იკვეთება თუ არა მომხდარში ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი.

მეგი ბაქრაძე ორ მცირეწლოვან შვილთან, მეუღლესთან და მეუღლის დედასთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში ცხოვრობდა.

იგი ახალციხეში, კლინიკა "იმედში", მედდად მუშაობდა და ექიმებს კორონავირუსის ანალიზების აღების პროცესში ეხმარებოდა. გარდაცვლილი მედდის მეზობლების ინფორმაციით, ცხედარს პროზექტურიდან ოჯახში დღეს, ღამის საათებში გადაასვენებენ.

"ველოდებით ყველა, ასე თქვეს რომ გვიან, ღამით მოასვენებენ ცხედარს და დაახლოებით ამ დროისთვის ჩამოფრინდება მეგის დედაც. საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული. ვერაფერს ვიტყვი, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, მაგრამ უნდა გამოიძიონ და დაადგინონ მიზეზები. შესანიშნავი გოგო იყო. უზომოდ კეთილი იყო. მშვიდი და პოზიტიური. იხილეთ სრულად