ჯანდაცვის სფეროს რამდენი თანამშრომელი აიცრა ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით - კვირის პალიტრა

ჯანდაცვის სფეროს რამდენი თანამშრომელი აიცრა ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3 674 თანამშრომელი აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მარტის მონაცემებით, პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 5250 მუშაკი.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.

რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.

"ინტერპრესნიუსი"