"ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია"

ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია",- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არის.

"მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არის, მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია მიუხედავად იმისა, რომ მართლა მნიშვნელოვანია თითოეული მათი მომხრის, პარტიული აქტივისტის აზრი, რომელიც უკიდურესად სუბიექტურია ამ პროცესების და მოვლენების შეფასების დროს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მათი პროტესტის ნამდვილად არავის ეშინია, შეუძლებელია პროტესტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოებრიობას და სამართალს დაუპირისპირდეს", -აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 15 მაისამდე აქციები გაიმართება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.