"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან, მათი სამოქმედო გეგმა არ გვესმის - ჯერჯერობით ჩვენი ღონისძიება არის ლაპარაკი" - კვირის პალიტრა

"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან, მათი სამოქმედო გეგმა არ გვესმის - ჯერჯერობით ჩვენი ღონისძიება არის ლაპარაკი"

კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან, შესაბამისად, ჩვენ არ ვმონაწილეობთ მათ დაგეგმილ ღონისძიებებში",- ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ იყო დღეს პარტია "გირჩი" საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან, სადაც საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს.

როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, "გირჩის ღონისძიება ლაპარაკია".

"ხომ იცით, ჩვენზე გაბუტულები არიან ჩვენი კოლეგები, შესაბამისად, ჩვენ არ ვმონაწილეობთ მათ დაგეგმილ ღონისძიებებში. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ვალდებულება, არც მივიღებთ მონაწილეობას მათ მიერ დაგეგმილ აქციებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავგეგმავთ აქციებს და არ ვიქნებით არაფრის ინიციატორები. ჩვენ არ გვესმის მათი სამოქმედო გეგმა, ისედაც არ გავყვებოდით. ჯერჯერობით ჩვენი ღონისძიება არის ლაპარაკი, ვაპირებთ კონფლიქტის მონაწილეებს, ყველას დაველაპარაკოთ, გავიგოთ რა იდო მართლა მოლაპარაკების მაგიდაზე, რაზე იყო წამომსვლელი ერთი ან მეორე მხარე, დავიწყებთ ხელისუფლებისგან",-აცხადებს ხვიჩია.

კითხვაზე, თუ რა გახდა ოპოზიციის გაბუტვის მიზეზი, იაგო ხვიჩია ასე განმარტავს: "ბევრი მიზეზი უთქვამთ, ჩემთვის დამაჯერებელი არცერთი იყო, ჩვენ სიმართლეს ვსაუბრობთ, ეს არ მოწონთ და შესაბამისად, გაგვემიჯნენ".

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სამოქმედო გეგმა დღეს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან გააცნეს. აღნიშნულ შეკრებაზე დღეს "გირჩის" ლიდერები არ იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"