"ვინც ანა­ფი­ლაქ­სი­ა­ზე სა­უბ­რობთ, ადა­მი­ა­ნე­ბად არ გთვლით" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი გარდაცვლილ ექთანზე - კვირის პალიტრა

"ვინც ანა­ფი­ლაქ­სი­ა­ზე სა­უბ­რობთ, ადა­მი­ა­ნე­ბად არ გთვლით" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი გარდაცვლილ ექთანზე

გემრმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი თვლის, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების შემთხვევაში ანაფილაქციაზე საუბარი არასწორია.

როგორც მის პოსტშია ნათქვამი, პათოლოგიური კვლევით ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ფილტვის ემბოლია.

"დაადგინა პათოლოგიურმა კვლევამ, რომ ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ფილტვის ემბოლია და ახლა, ვინც ანაფილაქსიაზე საუბრობთ, ადამიანებად არ გთვლით. ადრე მონა ადამიანებად გთვლიდით და თანაგრძნობა მქონდა. ახლა კი, ვინც ფილტვის ემობოლიისას ანაფილაქსიაზე საუბრობს, იმან უკვე შეგნებით თქვა უარი ადამიანობაზე სულერთია, ექიმია, ექთანია, მინისტრია თუ ჟურნალისტია.

ერთი ეტელევიზიის ჟურნალისტს ვუთხარი, სანამ პათოლოგიის დასკვნა ცნობილი იყო, ვუთხარი, რომ აცრისას ანაფილაქსიით ჯერ არავინ დაღუპულა ამ უკვე 6 თვიანი აცრებისას, ეს ერთიდა მეორეც ანაფილაქსიის დროს რატომ უნდა შეწყვიტო მართვითი სუნთქვა რამდენიმე საათში და ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადო?

გინდაც ანაფილაქსიური შოკით ტვინის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა ჰქონდეს, რამდენიმე დღე მაინც აკვირდებიან, გინდაც ტვინი იყოს უკვე შეუქვცევადად დაზიანებული, მაინც აკვირდებიან და მერე აცხადებენ გარდაცვლილად. ერთადერთი შემთხვევა, როცა იზულებულია სამედიცინო დაწესებულება ვერ შეძლოს გარდაცვალების დამალვა და დროის "გაწელვა", რომ საზოგადოებას მაინც დაანახოს, რომ ყველაფერი გააკეთა, ესაა გულის გაჩერება და პერიფერიული ოქსიგენირების შეუძლებლობა. ასე რომ, სუფთა ქმედითი ფაქტებით და პროცესის განვიტარებით ჩანს, რომ არ იყო ანაფილაქსია" - წერს ფრანგიშვილი.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გუშინ გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

იხილეთ ასევე: "მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში"