მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა "სოცაფეთქება" ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს - კვირის პალიტრა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა "სოცაფეთქება" ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობის "სოცაფეთქება"ორგანიზებით ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქცია იმართება.

აქტივისტებს თან აქვთ ბანერები წარწერით: "მოხსენით კომენდანტის საათი”, "გადავარჩინოთ ტურიზმი"და ა.შ. ისინი ამავე მოთხოვნით სარჩელს ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

"თავისუფლების ინსტიტუტის"წარმომადგენელი სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში შეიძლება დამძიმდეს, შეიცვალოს, ან შერბილდეს შეზღუდვები, ჩვენ ქვეყანაში კი ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს.

"თავისუფლების ინსტიტუტი"საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს კოლექტიურ სარჩელს "ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. ვაპროტესტებთ მთელ რიგ სადავო ნორმებს, როგორც ადმინისტრაციული კოდექსიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე. ასევე ვაპროტესტებთ მუხლებს, რომლის მიხედვით, პარლამენტმა გადასცა მთლიანი საკანონმდებლო პასუხისმგებლობა მთავრობას. ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები, რა შემთხვევაშიც შეიძლება დამძიმდეს შეზღუდვები, შეიცვალოს, ან შერბილდეს. ჩვენ ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს. მაგალითად გერმანიაში, ეს ინფიცირებულთა რაოდენობაზე არის დამოკიდებული”, - აღნიშნა სალომე ხვადაგიანმა.

"ინტერპრესნიუსი"