კახეთის გზატკეცილზე პოლიციასთან დაპირისპირების დროს აქციის 7 მონაწილე დააკავეს - კვირის პალიტრა

კახეთის გზატკეცილზე პოლიციასთან დაპირისპირების დროს აქციის 7 მონაწილე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, 7 პირი დააკავეს.

შვიდივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული.

შეგახსენებთ, კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ საქართველოს რეგიონებშიც.

"ინტერპრესნიუსი"