კარლ ჰარცელი ქართველ ჟურნალისტებს მადლობას უხდის - კვირის პალიტრა

კარლ ჰარცელი ქართველ ჟურნალისტებს მადლობას უხდის

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართული მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

შესაბამისი "ტვიტი" მან სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.

"ნება მიბოძეთ, გამოვხატო პატივისცემა და მივულოცო ქართულ მედიას ჟურნალისტიკის დღე. გმადლობთ, რომ გამოწვევების დროსაც წინა ხაზზე დგახართ.

მე და ჩემი კოლეგები დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ თქვენს შრომას!", - წერს ჰარცელი "ტვიტერზე".