"ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა... მთაწ­მინ­და­ზე ფე­ხით ავე­დით..." - დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი კვლავ ერთად არიან - კვირის პალიტრა

"ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა... მთაწ­მინ­და­ზე ფე­ხით ავე­დით..." - დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი კვლავ ერთად არიან

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილისა და ყოფილი მორაგბის, ახლა უკვე პოლიტიკოსის, დავით კაჭარავას წყვილი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთი და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ. ქეთიმ მორაგბესთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელიდან წაშალა, რამაც ჭორები მათი განშორების შესახებ კიდევ უფრო გაამძაფრა.

თავად ქეთიმ მაშინ ambebi.ge-სთან საკითხის შესახებ კომენტარი არ გააკეთა - "არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ორი დღის წინაც დამირეკა ჟურნალისტმა და თავს ვიკავებ ამაზე საუბრისგან. თქვენ როგორც გინდათ, ისე დაწერეთ. თუ პირადზე გინდათ ლაპარაკი, გეტყვით, რომ ამაზე მე და დათო არ ვსაუბრობთ", - აღნიშნა მაშინ ტანმოვარჯიშემ.

როგორც ირკვევა, წყვილი ბედნიერ თანაცხოვრებას აგრძელებს. ქეთი "ინსტაგრამზე" დავით კაჭარავასთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"დღეს ბედნიერების საერთაშორისო დღეა. მოუსმინეთ საკუთარ თავს, რა გაბედნიერებთ და აკეთეთ ეს, რაც შეიძლება ხშირად!!!

მე გირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას დაუკავშიროთ ეს შეგრძნება. გილოცავთ. ჩვენ აქ მთაწმინდაზე ფეხით ავედით და კაი დაღლილები ვართ, უფრო სწორად მე. კაჭი რა გითხრათ.." - აღნიშნავს ხატიაშვილი.