რა ფოტო გამოქვეყნდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე და რატომ იხდის ის ბოდიშს - კვირის პალიტრა

რა ფოტო გამოქვეყნდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე და რატომ იხდის ის ბოდიშს

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ფოტოს გამო ბოდიშს იხდის.

მანამდე სუჯაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლითაც ის მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავდა. ტექსტს დართული ჰქონდა ფოტო, სადაც რუსი სამხედრო იყო აღბეჭდილი.

სუჯაშვილი ყოველივეს ასე განმარტავს:

"მეგობრებო,საიდუმლო არაა, რომ Facebook -ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე.

გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი, ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო" - წერს სუჯაშვილი.