"პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი" - კვირის პალიტრა

"პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი"

პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გააკეთა.

"ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არის სხვადასხვა პარტია. დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი", - განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარია მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.

"არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ", - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

"მე ვარ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩემთან ინტერვიუების დროს ძირითადი აქცენტები კულტურაზე უნდა გავაკეთოთ", - ამის შესახებ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მედია ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხზე მისი პოზიციით დაინტერესდა.

ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები არ ჩაშლილა და პროცესი "კარგად, დადებითად და მშვენივრად გაგრძელდება".

"შეთანხმება რომ მოხდეს, უნდა იყოს ორმხრივი ნება და არა ერთმხრივი. თქვენ კარგად დაინახეთ, რომ სახელმწიფოს აქვს ნებელობა. ამას ველოდებით ოპოზიციისგანაც", - განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.