"ჩემი წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება" - რას აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

"ჩემი წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება" - რას აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

"შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. ქართველი ხალხის ინტერესების შესამაბისი კომპრომისის მიღწევის დროა. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება", - წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. მისი მედიაციით მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"