"სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს" - კვირის პალიტრა

"სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოში მისი წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

სალომე ზურაბიშვილი სოციარლურ ქსელში შარლ მიშელის შესაბამის "ტვიტს" აზიარებს და აღნიშნავს: "ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის".

ამასთან სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს კომპრომისისკენ.

"მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს", - ნათქვამია პრეზიდნეტის "ტვიტში".

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

"შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. ქართველი ხალხის ინტერესების შესამაბისი კომპრომისის მიღწევის დროა. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, - წერს შარლ მიშელი "ტვიტერზე“.

"ინტერპრესნიუსი"