"საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება" - რას წერს გიორგი გახარია ტვიტერზე? - კვირის პალიტრა

"საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება" - რას წერს გიორგი გახარია ტვიტერზე?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საჭიროა ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავება.

როგორც ის სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, ამჟამად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

"დღეს განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში და ვმუშაობ შესაბამისი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და რეალური დღის წესრიგის შექმნა ევროპული მომავლისთვის",- წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე".

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"