ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება - კვირის პალიტრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

როგორც მიშელი აცხადებს, დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები.

"მე შევაფასე უკვე მიღწეული პროგრესი საქართველოში ჩვენი მედიატორობით სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან. დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება საქართველოში, რათა გააგრძელოს მედიაცია ყველა მონაწილე მხარესთან", - წერს "ფეისბუქზე" მიშელი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"