"პან­დე­მია, არის უხი­ლა­ვი ომი, რო­მელ­საც ხალ­ხი სიკ­ვდი­ლამ­დე მიჰ­ყავს - ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი კი ვაქ­ცი­ნა­ციაა" - კვირის პალიტრა

"პან­დე­მია, არის უხი­ლა­ვი ომი, რო­მელ­საც ხალ­ხი სიკ­ვდი­ლამ­დე მიჰ­ყავს - ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი კი ვაქ­ცი­ნა­ციაა"

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხს "ფეისბუქში" ეხმიანება და წერს, რომ პანდემიასთან ბრძოლისას ვაქცინაცია მთავარი იარაღია.

"პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს.

ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები.

ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე" - წერს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.

მან ტექსტს თან დაურთო ბერძენი მიტროპოლიტის, იეროთეოსის ფოტო, რომელზეც ის ვაქცინაციის პროცესის დროსაა აღბეჭდილი.