"ცოლ-ქმარს რომ სა­ზი­ა­რო "FB" აქვს, ისეა" - როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქგვერდის" სახელი გახარიათი? - კვირის პალიტრა

"ცოლ-ქმარს რომ სა­ზი­ა­რო "FB" აქვს, ისეა" - როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქგვერდის" სახელი გახარიათი?

თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასული გიორგი გახარია გუშინ ტელეკამერების წინ პირველად გამოჩნდა და ჟურნალისტებთან პოლიტიკაში დაბრუნების შესახებაც ისაუბრა.

არსებობს იმის მოლოდინი, რომ მან შესაძლოა მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება სცადოს. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით, არ არის გამორიცხული, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტიც იყოს. ამის თაობაზე მითქმა-მოთქმა მას მერე გააქტიურდა, რაც გახარიას კომენტარი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა "ფეისბუქგვერდმა", სახელად: Bidzina Ivanishvili & Media გააზიარა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ გვერდზე გახარიას კომენტარი გაზიარდა, ფეისბუქ-გვერდი არაერთმა ადამიანმა გააქილიკა.

"ეს ნეტა "Bidzina Ivanishvili"-მა დაპოსტა თუ "გახარია & MEDIA"-მ?"

"მგონი ბავშვი იჯდა კომპთან"

"ჩემი გაგრძელებააო?!"

"ცოლ-ქმარს რომ საზიარო ფბ აქვს ისეა" - წერდნენ სოც.ქსელის მომხმარებლები.

დღეს კი "ფეიჯმა" სახელი გადაირქვა.