"ვითარება საქართველოში არის კრიტიკული, რომლის გადაწყვეტაც ან დაუბრუნებს საქართველოს დემოკრატიულ გზას ან გაანადგურებს ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას" - კვირის პალიტრა

"ვითარება საქართველოში არის კრიტიკული, რომლის გადაწყვეტაც ან დაუბრუნებს საქართველოს დემოკრატიულ გზას ან გაანადგურებს ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას"

საკმარისი არ არის ჩაატარო არჩევნები, რომლებიც აკმაყოფილებს ლეგიტიმურობის ზღვარს, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს მყარი მექანიზმები, რათა გადაწყვიტოს უთანხმოება, მექანიზმები, რომლებიც მიჩნეულია სამართლიანად დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის მიერ ,- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს დემოკრატიულობის გაძლიერების საკითხზე მსჯელობისას განაცხადა.

მან საქართველოში არსებულ პპოლიტიკურ ვითარებას კრიტიკული უწოდა და განაცხადა, რომ ამ მდგომარეობის გადაწყვეტა, ან დაუბრუნებს ქვეყანას დემოკრატიულობას, ან გაანადგურებს საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას.

"დღევანდელი განხილვის მიზანია, რომ მოვისმინოთ ამჟამად არსებული ვითარება საქართველოში, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭიროს არსებული პოლიტიკური ჩიხიდან დემოკრატიულ გამოსავალს. საქართველომ გაიარა გრძელი გზა დროის შედარებით მოკლე პერიოდში, რაზეც, ვფიქრობ, რომ ყველა ვთანხმდებით. ის მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუბის დანერგვასა და გაძლიერებაზე, გზა ყოველთვის სწორი არ იყო, მაგრამ საერთო ტრაექტორია ნამდვვილად პოზიტიური იყო. მე მქონდა პატივი საქართველოში ჩავსულიყავი სენატორ რიშთან ერთად 2012 წელს, რათა დავკვირვებოდი მათ არჩევნებს, როდესაც "ქართული ოცნება“ გახდა მმართველი პარტია. არჩევნები აღსანიშნავი იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და ამ არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატია ზოგადად გაძლიერდა და გაღრმავდა. საქართველომ, ასევე, გამოხატა მისი სურვილი, რომ შეუერთდეს ევროპულ საზოგადოებას, მან განამტკიცა მისი სურვილი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, რასაც მე მხარს ვუჭერდი და ვაგრძელებ მხარდაჭერას. და ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს ახალი დემოკრატიებისთვის და ამას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა სენატში. მაგრამ, სამწუხაეროდ, ვითარება საქართველოში არის კრიტიკული, რომლის გადაწყვეტაც ან დაუბრუნებს საქართველოს დემოკრატიულ გზას ან გაანადგურებს ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას. ეუთო-ს ანგარიშის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, ვციტირებ: " კონკურენტული და ეფექტურად ადმინისტრუსრებული, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებისა“. ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც ვთხოხვე მე საქართველოს მთავრობას, რომ მიზანმიმართულად გაეტარებინა. საკმარისი არ არის ჩაატარო არჩევნები, რომლებიც აკმაყოფილებს ლეგიტიმურობის ზღვარს, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს მყარი მექანიზმები, რათა გადაწყვიტოს უთანხმოება, მექანიზმები, რომლებიც მიჩნეულია სამართლიანად დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის მიერ,“- განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

"ინტერპრესიუსი"