თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა - კვირის პალიტრა

თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მოადგილეები იქნებიან: კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია.

წულუკიანმა მოადგილეებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 19 მარტს დაინიშნა.