ყველაზე გავრცელებული მითები კოვიდ ვაქცინაზე - კვირის პალიტრა

ყველაზე გავრცელებული მითები კოვიდ ვაქცინაზე

ხალხს სჯერა, რომ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლებელია, ნორმალური ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ეს ასე მარტივი არ არის. მის შესახებ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მოდი გავეცნოთ, რამდენიმე მათგანს.

ვაქცინები არ არის უსაფრთხო, რადგან ძალიან სწრაფად შეიქმნა

პირველ რიგში, მეცნიერებისთვის ეს არ ყოფილა ახალი და არ დაუწყიათ ნულიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ კოვიდ19 არის ახალი ვირუსი, მაგრამ ის არ არის პირველი კორონავირუსი. მეცნიერები წლებისგანმავლობაში იკვლევდნენ სხვა კორონავირუსებს და ზოგადად, ამ სახის პათოგენების წარმომავლობასა თუ მექანიზმს.

კოვიდ19-მა გამოიწვია პანდემია, ის მსოფლიოს ყველა კუთხეს მოედო, რამაც მეცნიერთა

დიდი რაოდენობით მობილიზება და ფართო დაფინანსების სპექტრი გააჩინა.

კლინიკური კვლევები, ნორმალურ პირობებში, ტარდება თანმიმდევრულად, რასაც მეტი დრო სჭირდება.

ამ შემთხვევაში, მეცნიერებს შეეძლოთ ერთდროულად რამდენიმე ცდის ჩატარება, რამაც დიდი დრო დაზოგა.

ეს ფაქტორები დაეხმარათ მეცნიერებს, შექმნილიყო უსაფრთხო ვაქცინა, შედარებით მცირე დროში.

ვაქცინა შეცვლის ჩემს დნმ-ს გააგრძელეთ კითხვა