"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ?" - რა ვიდეოს ავრცელებს შს უწყება მოქალაქეზე - კვირის პალიტრა

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ?" - რა ვიდეოს ავრცელებს შს უწყება მოქალაქეზე

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ?" - რა ვიდეოს ავრცელებს შს უწყება მოქალაქეზე, რომელიც ამტკიცებს, რომ პატრულის თანამშრომელმა უკანონოდ დააკავა

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი აქვეყნებს უწყვეტ ვიდეოს, რომელიც უკავშირდება მოქალაქე ირაკლი არეშიძეს, რომელმაც "ფესბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ის უკანონოდ დააკავეს და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე ი.ა. წერს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ის უკანონოდ დააკავეს და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ვაქვეყნებთ უწყვეტ ვიდეომასალას, სადაც სამართალდამრღვევი პირის აგრესიული ქცევაა ასახული. აღნიშნული მოქალაქე ქუჩაში პირბადის ტარების წესის დარღვევით გადაადგილდებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მას მოუწოდეს შეჩერებულიყო. ამის მიუხედავად, ის იყო აგრესიული, არ დაემორჩილა მართლწესრიგის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - ვკითხულბთ უწყების "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ...?" - ასე მიმართავს პატრულის თანამშრომლებს, მოქალაქე, რომელსაც სამართალდამცავები პირბადის გაკეთებას სთხოვენ.

აი, რას წერს ირაკლი არეშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე: გააგრძელეთ კითხვა: იხილეთ ვიდეო: